დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია შევქმენით, სადაც სწორედ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
ავტორი:
2017/სექტემბერი/23 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453898-mamuka-mdinaradze-chveni-qveynis-akhali-istoria-shevqmenith-sadac-stsored-es-konstitucia-uzrunvelyofs-qveynis-demokratiul-ganvitharebas.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია შევქმენით, სადაც სწორედ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", "datePublished": "2017-09-23 09:29:30", "dateModified": "2017-09-23 09:29:30", "description": "შევქმენით ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, რომელშიც სწორედ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შევქმენით ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, რომელშიც სწორედ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას და აცხადებს, რომ როცა ოპოზიცია საზოგადოების მოტყუებაზე საუბრობს, პირველ რიგში პოლიტიკური აფიორა უნდა გაიხსენონ.

”ოპოზიციის სრული სპექტრისთვის ყველაზე პრინციპული საკითხი და მოთხოვნა, მათი თქმით, არის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება 2020 წელს. ამას გვიყვებიან ყველა საინფორმაციო გამოშვებაშიც და აპროტესტებენ ამ სისტემის 2024 წლამდე გადატანას. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა იცოდეს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილ პროექტში 2024 წლის ხსენებაც კი არ იყო და როგორც ისინი დღეს ითხოვენ, 2020 წლიდანვე გადავდიოდით პროპორციულ სისტემაზე. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ დროს დატოვა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკონსტიტუციო კომისია. როდესაც საზოგადოების მოტყუებაზე საუბრობენ, პირველ რიგში ეს პოლიტიკური აფიორა უნდა გაიხსენონ. რაც შეეხება ამ გადავადების მიზეზებს, პირადად მეც ვუერთდები ვენეციის კომისიის წუხილს ამის შესახებ, თუმცა ეს იყო შიდა კონსენსუსის საგანი და ამავე დროს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება და იმის გარანტია, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ეს ვერ ან არ მოახერხა ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ვერც შიდა კონსესუსით, ვერც კომპრომისზე წასვლით და ვერც გუნდის ერთიანობით. ეს მოვახერხეთ ჩვენ და შევქმენით ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, რომელშიც სწორედ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას”, - განაცხადა მდინარაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია