დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია მთავრობის გეგმებში ფუნდამენტურ ცვლილებას არ ელის
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 00:30:08
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მთავრობის გეგმებში ვერანაირ ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ ხედავს.
როგორც ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, თეა სიჭინავას გადაცემაში "პოლიტიკის დრო" სტუმრობისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც მთავრობა, როგორც ერთი გუნდი, ისე გააგრძელებს ფუნქციონირებას.
მისივე თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის დასახელების პრეროგატივა კაოლიციის ლიდერს, პრემიერს აქვს. შეკითხვაზე კომფორტული იქნება თუ არა მისთვის ახალ პრემიერთან თანამშრომლობა, ალასანიამ უპასუხა, რომ ვერანაირ ფუნდამენტურ ცვლილებას მთავრობაში, მთავრობის მოქმედებასა და გეგმებში ვერ ხედავს.
"ქართულ პოლიტიკაში აშკარად ახალი რეალობა შეიქმნება, უპრეცედენტო, როდესაც გაჩნდება უკვე შეცვლილ გარემოში პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობები. მაგრამ საქართველოს მთავრობაში ვერანაირ დრამატულ ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ ვხედავ. პრემიერის წასვლის შემდეგაც, როგორც ერთი გუნდი, ისე გააგრძელებს მთავრობა ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს გეგმები შეუფერხებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა საზოგადოების ნაწილის ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის ოპოზიციაში გადავიდეს. ამასთან, ალასანიას განცხადებით, მას აქვს სრული რწმენა, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოახლოებულ არჩევნებში გაიმარჯვებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1207
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია