დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო რეზოლუციის მიზანი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა
ავტორი:
2018/მარტი/02 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidzeeeee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481073-irakli-kobakhidze-saparlamento-rezoluciis-mizani-archil-tatunashvilis-sicockhlis-khelyofis-sakithkhze-saerthashoriso-sazogadoebis-yuradghebis-mipyrobaa.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო რეზოლუციის მიზანი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე საერ...", "datePublished": "2018-03-02 10:23:51", "dateModified": "2018-03-02 10:23:51", "description": "საპარლამენტო რეზოლუციის მიზანი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidzeeeee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო რეზოლუციის მიზანი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

“არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ცხინვალში ან აფხაზეთში არსებობს, არამედ არის დემონსტრირება იმისა, რომ იქ არსებულ ვითარებას მშვიდობიანი ხალხისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, მოლდოვაში.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა არის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე მომზადებული რეზოლუციის მიზანი.

“ეს არის სპეციალური საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ის ეხება საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ოკუპირებული ცხინვალის ციხეში. ამ რეზოლუციის მიზანია, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამ რთულ საკითხს. არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ცხინვალში ან აფხაზეთში არსებობს, არამედ არის დემონსტრირება იმისა, რომ იქ არსებულ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებას იწვევს. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მოვლენათა მსგავსი ტიპის განვითარება და სწორედ ესაა რეზოლუციის მიზანიც. სწორედ ამას შეეხება საპარლამენტო რეზოლუცია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პროექტით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს





თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია