დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იან კელი - მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუშაობს, იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში
ავტორი:
2017/აგვისტო/23 13:00:02
მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუშაობს, იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რითაც ჟურნალისტის შეკითხვას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რამდენიმე პროდასავლურმა პარტიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე და პრორუსული პარტიები ძლიერდებიან ქართულ პოლიტიკურ პროცესში.

"მოგეხსენებათ, საქართველო არის საპარლამენტო სახელმწიფო, შესაბამისად, საპარლამენტო სახელმწიფოში აუცილებელია იყოს ძალიან ბევრი სხვადასხვა პარტია და იყოს პოლიტიკური პლურალიზმი პარლამენტში. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის მუშაობს, იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში", - განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხო საუბარი "რესპუბლიკურ პარტიასთან" დღეს გამართულ შეხვედრაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია