დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი გეგეჭკორი - ვინც ფარულ ჩანაწერებს აწარმოებს, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე
ავტორი:
2014/მაისი/11 18:30:03
გამოძიება დაადგენს, ვინ აწარმოებს ფარულ ჩანაწერებს და ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის მიზანი სწორედ იმ ძალადობის, უკანონო თვალთვალისა და ადამიანების შანტაჟის დასრულება იყო, რაშიც ქვეყანა წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
"ნაციონალური მოძრაობა" არ იშლის პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას და აქვს მცდელობა, დააშანტაჟოს მთელი საზოგადოება. ამაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მონაწილეობა მათთან ერთად ამ ტელევიზიასაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ერთის მხრივ, ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა; მეორეს მხრივ, ისინი ცდილობენ წინასაარჩევნოდ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების შეტანას. მათი ეს აგონიური მდგომარეობა გასაგებია - 15 ივნისს "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას", - აღნიშნა გეგეჭკორმა.
როგორც გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შსს-დან გატანილი და დაკარგულია დიდი რაოდენობით აღურიცხავი პორტატული მოსასმენი ტექნიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ კერძო პირს მიუწვდება ხელი მსგავსი ჩანაწერების შექმნაზე.
"ჩვენი შეფასებით, ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარის და პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილი, რომლიც სრულიად შეგნებულადაა დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დადების წინ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პასუხი წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე და შიდა რეფორმებზე. დარწმუნებულებულები ვართ, გამოძიება დაინტერესდება ჩანაწერების ავთენტურობით, დაადგენს, ვის ხელშია მოსასმენი აპარატურა და ვინ აწარმოებს ფარულ ჩანაწერებს. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - აცხადებს გეგეჭკორი.
"ქართული ოცნების" წევრების თქმით, მომზადებულია სპეციალური კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს უკანონო მოსმენების შესაძლებლობას, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული და ამ თემით სპეკულირებას ვეღარავინ შეძლებს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გუშინ გამოაქვეყნა.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია