დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სიმონ ნოზაძე - კარგია, პრეზიდენტი რადგან მიხვდა, რომ კანონი არ იყო გასაკრიტიკებელი და ვეტო არ დაადო
ავტორი:
2018/მაისი/11 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/nozadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492519-simon-nozadze-kargia-prezidenti-radgan-mikhvda-rom-kanoni-ar-iyo-gasakritikebeli-da-veto-ar-daado.html", "headline": "სიმონ ნოზაძე - კარგია, პრეზიდენტი რადგან მიხვდა, რომ კანონი არ იყო გასაკრიტიკებელი და ვეტო არ დაადო", "datePublished": "2018-05-11 09:35:17", "dateModified": "2018-05-11 09:35:17", "description": "კარგია, პრეზიდენტი რადგან მიხვდა, რომ ეს კანონი არ იყო გასაკრიტიკებელი, ხელი მოაწერა და ვეტო არ დაად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/nozadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კარგია, პრეზიდენტი რადგან მიხვდა, რომ ეს კანონი არ იყო გასაკრიტიკებელი, ხელი მოაწერა და ვეტო არ დაადო მის მიერ გაკრიტიკებულ კანონს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ხელი მოაწერა პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს.

სიმონ ნოზაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ ვეტოს დადებას, რითაც თავი ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს.

„კარგია, პრეზიდენტი რადგან მიხვდა, რომ ეს კანონი არ იყო გასაკრიტიკებელი, ხელი მოაწერა და არ დაადო ვეტო მის მიერ გაკრიტიკებულ კანონს. მეორე მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ ვეტოს დადებას, რითაც თავი ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს - ხელმოწერილ კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნაზე კომენტარიც კი ზედმეტია“,- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.


პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს დადებას ითხოვდნენ.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით “საკანონმდებლო მაცნეში“ გუშინ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

საუბარია დეპუტატების სიმონ ნოზაძის და გია ჟორჟოლიანის ავტორობით ინიცირებულ ცვლილებებზე, რომელის მიხედვით, პარტიისათვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა იმ შემთხვევაშიც ხდება, როცა პარტია პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი ფრაქციას შექმნის. ასეთი შედეგის მქონე პარტია მიიღებს საბაზო დაფინანსებას და ასევე, საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის დადგენილ დაფინანსებას.

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე მიიღო.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 518
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია