დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრანგ სენატორებს შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/18 11:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ სენატორებს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანგ სენატორებთან - ალენ გურნაკთან და ფილიპ დალიესთან შეხვედრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა სენატორებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის.
საუბრის მთავარი თემა იყო ასოცირების ხელშეკრელებით ნაკისრი ვარდებულებების შესრულება და შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
სენატორები გურნაკი და დალიე საფრანგეთი- კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან. შეხვედრას ქართული მხრიდან პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ესწრებოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია