დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ელენე ხოშტარია - სიველურეა, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ტიპის ქმედებებზე ფასის გადახდა მოუწევს
ავტორი:
2018/თებერვალი/28 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/xoshtaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480612-elene-khoshtaria-sivelurea-rac-math-gaakethes-tatunashvilthan-dakavshirebith-rusethma-unda-icodes-rom-asethi-tipis-qmedebebze-fasis-gadakhda-moutsevs.html", "headline": "ელენე ხოშტარია - სიველურეა, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ას...", "datePublished": "2018-02-28 08:17:24", "dateModified": "2018-02-28 08:17:24", "description": ""ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იმედოვნებს, რომ ე.წ. ოთხოზორიას სიის მხარდაჭერის საკითხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/xoshtaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იმედოვნებს, რომ ე.წ. ოთხოზორიას სიის მხარდაჭერის საკითხში პარლამენტი ერთიანი და ზეპარტიული იქნება.

როგორც ხოშტარიამ არჩილ ტატუნაშვილის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, საქართველომ უნდა შეიმუშაოს უსაფრთხოების პოლიტიკა და ასევე, აქტიური ნაბიჯები გადადგას საერთაშორისო ასპარეზზე, რაც რუსეთს გარკვეულ ფასს გადაახდევინებს მსგავსი ქმედებებისთვის. ამ მიზნით, "ევროპული საქართველო" შეიმუშავებს და პარლამენტში წარადგენს ე.წ. ოთხოზორიას სიას, რომელშიც ყველა ის პირი მოხვდება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იქნება დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევასთან.

“ეს არის წარმოუდგენლად ცინიკური შემთხვევა და სიველურეა, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილთან დაკავშირებით. ეს არის რუსეთი, რუსეთის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ და ეს არის ის საფრთხე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ახლა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ამ შემთხვევაზე მივაღწიოთ შედეგს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვანაირად გაგვიჭირდება და ზოგადად, რუსეთმა იცოდეს, რომ მათ დაუჯდებათ ფასი ასეთი ტიპის ქმედებები. ეს უნდა იყოს საერთო უსაფრთხოების პოლიტიკა. ამისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზება, რომელსაც შევიტანთ პარლამენტში - ეს არის "ოთხოზორიას სია", რომელიც არის კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ გაუჭირდეს რუსეთს და დაუჯდეს ფასი მსგავსი ქმედებები. ჩვენ თუ არ მოვიფიქრეთ ერთიანი, წინასწარი პოლიტიკა ამ ყველაფრის შეჩერების, რეაგირების რეჟიმში ყოფნა ძალიან გაგვიჭირდება. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი ამ საკითხში იქნება ერთიანი და ზეპარტიული. რა თქმა უნდა, ცივილიზებული სამყაროს პოზიცია აბსოლუტურად ცალსახაა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ბევრად უფრო აქტიურად და არა მხოლოდ კრიზისის პერიოდში იმისთვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკა იყოს უფრო აქტიური, ჩვენი პრობლები კიდევ უფრო მწვავედ იდგას საერთაშორისო საკითხებში და რუსეთმა გადაიხადოს ფასი. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ რუსეთი უნდა იყოს სანქცირებული მათ შორის, საქართველოს საკითხზე, ვსაუბრობდით სწორედ იმიტომ, რომ ეს რუსეთს ფასი დაუჯდეს. რუსეთს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია მეტი წინაღობა დავუყენოთ ასეთი ქმედებებისთვის",- განაცხადა ხოშტარიამ.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე მიაწოდა ინფორმაცია
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია