დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ინიციატივით სამეგრელოში თხილის აგრარული მეურნეობების განვითარების პროექტი იწყება
ავტორი:
2014/ივნისი/05 20:30:02
ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ინიციატივით, მის ბიზნესპარტნიორებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში თხილის მცირე აგრარული მეურნეობების ხელშეწყობისა და ქართული თხილის საექსპორტო მაჩვენებლების გაზრდის მიზნით ახალი პროექტი იწყება.
პროექტის ფარგლებში მცირე ფერმერები, რომლებსაც თხილის მეურნეობები გააჩნიათ, არჩილ ვეკუას კომპანია "ბეტაჩი"-ს მეშვეობით უპროცენტო სესხს მიიღებენ 1000-დან 5000 ლარის ფარგლებში, რომლის დაფარვის შესაძლებლობაც თავისუფალი გრაფიკით ექნებათ - მათ მიერ მოწეული თხილის პროდუქციის სახით.
პროექტის ფარგლებში გასაცემი უპროცენტო კრედიტის საწყისი მოცულობა 200 000 ლარს შეადგენს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საპილოტე პროექტმა გაამართლა, იგეგმება საინვესტიციო მოცულობის გაზრდა.
"ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ქართული თხილის ხარისხის ზრდას და ასევე დაეხმარება აგრარულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს როგორც მეურნეობის განვითარებაში, ისე ყოველდღიური სოციალური პრობლემების გადაჭრაში", - აცხადებს ბიზნესმენი არჩილ ვეკუა.
ბიზნესმენის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, "სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც არჩილ ვეკუა და მისი პარტნიორები სხვადასხვა ბიზნეს და სოციალურ პროექტებს ახორციელებენ და ინვესტიციების მოძიებით არიან დაკავებული, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჯერ კიდევ გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა, თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე და პროკურატურა კვლავაც უარს აცხადებს შეწყვიტოს ბიზნესმენ არჩილ ვეკუას მიმართ აღძრული სრულიად დაუსაბუთებელი სისხლის სამართლებრივი დევნა".
საქმე ეხება თურქ ბიზნესმენ ალი რიზა კიზილდაგსა და მის ქართველ პარტნიორ არჩილ ვეკუას შორის მიმდინარე სასამართლო დავას, რომლის ფარგლებშიც გაიჟღერა საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის სახელმა. აღნიშნულ სასამართლო პროცესებს ესწრებოდა ასევე ელჩის მოადგილე ფლორან დუბლერი. როგორც შვეიცარიის საელჩომ განმარტა, მათი დაინტერესება ამ პროცესით გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თურქი ბიზნესმენი ალი რიზა კიზილდაგი შვეიცარიის რეზიდენტია.
არჩილ ვეკუას ადვოკატების ინფორმაციით, ალი რიზა კიზილდაგი წარსულში ნასამართლევია თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის და მან ასევე არაერთი ადამიანი დააზარალა საქართველოში სხვადასხვა თაღლითური ბიზნეს პროექტებით, არჩილ ვეკუა კი მის მორიგ მსხვერპლს წარმოადგენს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია