დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია ეწვევა
ავტორი:
2013/სექტემბერი/22 11:30:03
საქართველოში ხვალ, სამდღიანი ვიზიტით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები 24 სექტემბრიდან გაიმართება. წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ევროსაბჭოდან თბილისში დეპუტატები მერიქსელ მატეუ პი, ანდრეს ჰერკელი, ჯონ ტომლინსონი, კრისტოფერ ჩოპე, ვასილი ლიხაჩევი და ბორის სილევიჩი ჩამოდიან. ისინი თავდაპირველად საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კატერინა ბოლონეზეს შეხვდებიან. შემდგომ გაიმართება შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მატეო მეკაჩისთან.
24 სექტემბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება.
25 სექტემბერს კი დაგეგმილია შეხვედრები საპრეზიდენტო კანდიდატებთან: დავით ბაქრაძესთან, ნინო ბურჯანაძესთან, გიორგი მარგველაშვილთან, შალვა ნათელაშვილთან და გიორგი თარგამაძესთან.
იმავე დღეს დელეგაცია შეხვედრას გამართავს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, შეხვდებიან უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია ვიზიტის დასასრულს პრესკონფერენციას გამართავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია