დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ისე უნდა ებრძოლო დამნაშავეობას, რომ შენს მოქალაქეებს ღირსება არ შეულახო
ავტორი:
2014/მაისი/30 14:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს, ქართული პოლიცია არც ერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში აღარ დგას, მთლიანად დეპოლიტიზებულია და ხალხსა და ქვეყანას ემსახურება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისმა მთავრობამ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრა პოლიციის ძალადობა საკუთარ ხალხზე.
"დამთავრდა ის დრო, როცა პოლიციელის დანახვაც კი შიშის ზარს სცემდა და შეურაცხყოფის მოლოდინს უჩენდა მოქალაქეს.
დღეს მოქალაქისთვის სახელმწიფო და პოლიცია გახდა იმედი და მისი უსაფრთხოების დაცვის გარანტი. მაგრამ ამავე დროს, მინდა ყველამ იცოდეს, - ვინც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, - ყველა დაისჯება უმკაცრესად! აი, სწორედ აქ უნდა ჩანდეს პოლიციელების პროფესიონალიზმი - ისე უნდა აღკვეთო დანაშული და ებრძოლო დამნაშავეობას, რომ არ დათრგუნო ხალხი, არ შეულახო ღირსება შენს მოქალაქეებს. ჩვენი მიზანია მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება, და ასე დავამყაროთ წესრიგი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ჩვენ გვაყავს პოლიცია, რომელიც მოქმედებს დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.
"მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, კიდევ უფრო გაიზარდოს და გაღრმავდეს ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის, რადგან ჩვენ ყველას საერთო მიზანი გვაერთიანებს - სახელმწიფოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების დაცვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიცია არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ დაარღვიოს ჩვენი ხალხის სიმშვიდე.
ჩვენი მთავრობა ზრუნავს იმისათვის, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა. უკვე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა პოლიციის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის ახალი შენობები ბოლო ორი წლის განმავლობაში; საპატრულო პოლიცია აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით.
ჩვენ მთავარი ამოცანაა ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
მინდა გჯეროდეთ, რომ პირადად მე, როგორც მთავრობის მეთაური, როგორც თქვენი მეგობარი, ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ! იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს ხალხის და ქვეყნის სამსახური აუცილებლად დაუფასდება!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველა თქვენგანს ვუსურვებ მშვიდობასა და წარმატებებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. მინდა გისურვოთ, რომ ყოველთვის ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის საპატიო სახელს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია