დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2018/მარტი/13 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/chugoshvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482747-thamar-chugoshvili-safrangethis-parlamentis-sagareo-saqmetha-komisiis-vice-prezidents-shekhvda.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა", "datePublished": "2018-03-13 11:39:41", "dateModified": "2018-03-13 11:39:41", "description": "საქართველოს პარალამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/chugoshvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარალამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ში, ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტ მირეი კლაპოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დელეგაციის წევრებმა მირეი კლაპოს ინფორმაცია გააცნეს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, როგორც საპარლამენტო დონეზე გენდერული პოლიტიკის შემუშავების კუთხით, ამავე დროს განგრძობითი ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების მდგომარეობის შესახებ.

„ქალბატონმა კლაპომ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის პოლიტიკა და დიპლომატია, ფემინისტურია. ის განსაკუთრებით დაინტერესდა, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობით და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას ამ კუთხით. საფრანგეთი იმ მეგობარი ქვეყნების ჯგუფშია, რომელიც ეხმარება საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაზრდაში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: პარლამენტის წევრები ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი ქეთევან ხიდაშელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია