დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე წყალტუბოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 13:30:03
საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წყალტუბოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს , შეხვედრა საკონცერტო დარბაზ "ივერიაში" გაიმართა.
გამომსვლელებმა წყალტუბოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ძირითადად უწყლოობა, უმუშევრობა და სხვა სოციალურ- ეკონომიკური საკითხები აწუხებთ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა დეტალურად ისაუბრა იმ გზებზე თუ როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილია.
"დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო მობრძანებული. ადამიანები იყვნენ ძალიან მოტივირებულები, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ნამდვილი გულშემატკვივრები და შესაბამისად, იმ პროგრამისაც, რომელიც მე წარმოვადგინე. ჩემთვის მათი ნდობა ნამდვილად ძალიან დიდი პატივია და ყველა იმ დანაპირებს, რომელთაც მათ ვაძლევ, აუცილებლად შევასრულებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზით წავიდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია