დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბლოკებით მანიპულირების მავნე პრაქტიკას ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები დაასრულებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/10 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462321-irakli-kobakhidze-saarchevno-blokebith-manipulirebis-mavne-praqtikas-politikuri-gaerthianebebis-shesakheb-kanonshi-cvlilebebi-daasrulebs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბლოკებით მანიპულირების მავნე პრაქტიკას ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახე...", "datePublished": "2017-11-10 19:01:25", "dateModified": "2017-11-10 19:01:25", "description": "უახლოეს მომავალში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების ინიცირება მოხდე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უახლოეს მომავალში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომლითაც საარჩევნო ბლოკებით მანიპულირების მავნე პრაქტიკის დასრულება იქნება უზრუნველყოფილი, - ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, საუბარია ბლოკის მეშვეობით ფიქტიური პოლიტიკური პარტიების მხრიდან საბიუჯეტო თანხების მიტაცების პრაქტიკის თავიდან აცილებაზე, რაც კანონში ცვლილებებით მოხდება. კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს იყო საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე და მყარად რჩება საკუთარ პოზიციაზე.

”გახსოვთ, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენად დაუმსახურებელი კრიტიკა შემხვდა პირადად მე და მმართველ პარტიას პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ისინი ბლოკის შენარჩუნებას დაჟინებით ითხოვდნენ. საარჩევო ბლოკი გამოიყენება მანიპულაციისთვის, სახელმწიფოს სახსრების მიტაცებისთვის, უფასო საეთერო დროის მიტაცებისთვის და ასე შემდეგ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც ბლოკის ინსტიტუტი მანიპულაციისთვის იყო გამოყენებული. ჩვენ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები გვქონდა. რატომღაც ვენეციის კომისია ოპოზიციის და პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილებს დაეთანხმა და ბლოკის ინსტიტუტის ერთჯერადად დატოვება გვთხოვა. ამას ჩვენ დავთანხმდით, რაც არის კომპრომისული გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ეს არ იქნება სწორი ცვლილება, თუმცა იყო კომპრომისული გადაწყვეტილება”, - განაცხადა კობახიძემ გადაცემა ”360 გრადუსში”.

პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.









წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია