დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსთავის ცენტრალურ პარკში „სტრიტ არტის დღე“ აღინიშნება
ავტორი:
2017/სექტემბერი/24 14:31:10
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/rustavi_eb09f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453989-rusthavis-centralur-parkshi-strit-artis-dghe-aghinishneba.html", "headline": "რუსთავის ცენტრალურ პარკში „სტრიტ არტის დღე“ აღინიშნება", "datePublished": "2017-09-24 10:32:47", "dateModified": "2017-09-24 10:32:47", "description": "რუსთავის ცენტრალურ პარკში „სტრიტ არტის დღე“ აღინიშნება. ღონისძიება გლობალური მიზნების მთავარ თემებს - სიღარიბის შემცირებას, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/rustavi_eb09f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რუსთავის ცენტრალურ პარკში „სტრიტ არტის დღე“ აღინიშნება. ღონისძიება გლობალური მიზნების მთავარ თემებს - სიღარიბის შემცირებას, გარემოს დაცვას, განათლებას, ჯანდაცვას, ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას ეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ქალაქ რუსთავის მერიაა. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები შვედეთის მთავრობა, გაეროს მოხალისეები (UNV) და საერთაშორისო ორგანიზაციები: Edgeriders და Futuremakers-ია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ,,სტრის არტის დღეში“ მონაწილეობას იღებენ ცნობილი არტისტები, მათ შორის LAMB, WPC, Dr. Love, Jokonda, მუსია ქებურია, TAmOonz, Slow Pulse, Gamez, Chilone და სხვები.

არტისტები კრეატიულ კომპოზიციებს რუსთავის პარკის საზაფხულო კინოთეატრის კედლებზე დილიდან ხატავენ და ასევე ატარებენ მასტერ-კლასებს სტრიტ არტსა და გრაფიტიში ყველა მსურველისთვის.

,,სტრიტ არტის დღე“ გლობალური მიზნების ფესტივალის - „მომავალი = შენ“ ფარგლებში ტარდება, რომელიც გაეროს ინიციატივით, მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. ფესტივალზე ასევე გაიმართება შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში. გაეროს სააგენტოების მიერ წარმოდგენილი იქნება კამპანიები: თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ; გენდერული თანასწორობის, მიგრანტთა, ქალთა, შშმ ბავშვთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე.

დღის ბოლოს გაეროს ელჩი საქართველოში წარადგენს გაეროს კეთილი ნების ელჩებს მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი - მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი - ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი და ირმა ხეცურიანი - მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში.

ღონისძიების დასასრულ კი გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიღებს სუხიშვილების ანსამბლი, იოანე არაბული და „ჯგუფი 33ა“. საქართველოს ფესტივალი ეხმიანება გლობალური მიზნების საერთაშორისო კვირეულს, რომელიც გაიმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია