დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე დღევანდელ დღეს ისტორიულს უწოდებს
ავტორი:
2014/ივლისი/18 12:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღევანდელ დღეს ისტორიულს უწოდებს. როგორც პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში მაია ფანჯიკიძემ განაცხადა , დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდება იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელსაც 27 ივნისს ევროკავშირთან მოეწერა ხელი.
"დღეს არის არა მხოლოდ ჩემთვის პირადად ძალიან ამაღელვებელი, არამედ საერთოდ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც ისტორიული დღე. მე ფაქტიურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება 100%-იანი მხარდაჭერა და ვიმედოვნებ, რომ ეს სხდომა ჩაივლის მშვიდ, წყნარ, კონსტრუქციულ ვითარებაში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს ამ ხელშეკრულებით ეკისრება, არის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს ისედაც უნდა განეხორციელებინა. უბრალოდ, ამ ჩარჩოშო მოქცევით კიდევ ერთხელ მტკიცდება საქართველოს ნება, რომ ყველაფერი შესრულდება.
"გარდა ამისა, ეს ჩვენ გვიხნის ძალიან ბევრ საშუალებას, რომ მივიღოთ კვალიფიციური დახმარება, თავად ევროკავშირსა და მისი წევრი ქვეყნებისგან. ის, გზა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ყველა შემთხვევაში უნდა გაევლო, თუკი მას უნდა რომ იყოს დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე ქვეყანა, ამ გზის გავლაში ჩვენ გვეხმარება ევროკავშირი, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება. დოკუმენტს დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარუდგენს.
დღეს დეპუტატებს ასევე მიმართავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია