დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი დიცში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:20:13
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით,  ე.წ. საზღვრების გადმოწევა შემაშფოთებელი ფაქტია. ელჩი სოფელ დიცში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიები მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და მას ყურადღება უნდა მიექცეს. ელჩის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას. რაც შეეხება საოკუპაციო ზოლთან გადმოწევას, ნორლანდის განცხადებით, ეს საკითხი ჟენევის დისკუსიებში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია.
"ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ კავშირი დავამყაროთ იმ ხალხთან, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალში, რადგან თუ იქნება კავშირი საზოგადოებებს შორის, შემდეგ უფრო იოლი იქნება მათთან ურთიერთობა. ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ე.წ. საზღვრებთან ახლოს მაცხოვრებლებს, რათა მათ შეძლონ თავიანთ ნაკვეთებში მუშაობა, საავადმყოფოებთან მისვლა. შემშფოთებელი ფაქტია ე.წ. საზღვრის გადმოწევა, მაგრამ რაც შეიძლება მეტად უნდა ვეცადოთ, რომ როგორღაც გამოვნახოთ დიალოგის საშუალება იქ მაცხოვრებლებთან", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია