დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ახალ კანონზე პრემიერთან იმსჯელეს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 21:00:02
საქართველოს მთავრობა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონის მოქმედებაზე მონიტორინგს ახორციელებს.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ახალი კანონის დადებით მხარეებსა და შესაძლო ხარვეზებზე შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ახალ წესებთან შეგუების პროცესს უცხოელთა ერთი ნაწილი მტკივნეულად აღიქვამს. შესაბამისად, მთავრობა მათი დახმარების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ ყველა უცხოელს, რათა მათი სამართლებრივი მდგომარეობა დამატებითი ხარჯების გარეშე მოექცეს ახალი კანონის შესაბამის რეგულაციებში და კანონმა კითხვის ნიშნები არ გამოიწვიოს", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია