დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა გავიმეორო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში
ავტორი:
2014/ივნისი/05 19:00:02
მე მინდა გავიმეორო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში, მე მინდა გავიმეორო, ყველა რაიონში და ყველა სოფელში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა ხალხს, რომ თვითმმართველობის რეფორმას ჩაატარებდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო, ვერ გაბედა, რადგან ეს ხელისუფლების, ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია თვითმმართველობის, ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემის, პირიქით, ეს არის ჩვენი გუნდის სიძლიერე და პოლიტიკური ნება. ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში შეეჩვია, რომ მას არაფერს ეკითხებოდნენ. უფრო მეტიც, თვითონ ადგილობრივი ხელისუფლებაც ვერაფერს წყვეტდა, იგი მთლიანად დამოკიდებული იყო ერთი კაცის ნება-სურვილზე. ეს დრო დამთავრდა მეგობრებო! ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მეტი ლეგიტიმაცია. სწორედ ამ მიზნით საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტით განვსაზღვრეთ. ამის პრეცედენტიც არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. არა თუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რიგ ქვეყნებში ევროკავშირისა, ჯერ კიდევ ვერ ირჩევენ მერებს და გამგებლებს პირდაპირი არჩევნების გზით. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მთავრობას საყვედურობენ, თითქოს არავითარი ცვლილება არ მოახდინა თვითმმართველობის კოდექსში, რაც პრემიერის შეფასებით, ძალიან დიდი უსამართლობაა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია