დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/05 18:30:12
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა 2013 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტების განხორციელებისას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კომპონენტია.
"სწორედ დონორი ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები საქართველოში, იქნება ეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება თუ დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა", - განაცხადა მან.
დავით ნარმანიას განცხადებით, სამინისტრომ 2013 წელს სრულად შეცვალა მიდგომები პროექტების დაგეგმვისა და მათი განხორციელების კუთხით.
"გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდა ტენდერები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტენდერებში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიათა რიცხვი. შემუშავდა ხარისხის სტანდარტები და გაიზარდა მისი კონტროლის მექანიზმები. შეიქმნა პრიორიტეტების დადგენისა და პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია. შეიქმნა ელექტრონული გეო-ინფორმაციული სისტემა. სამინისტროს საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი – ხელმისაწვდომი", - აღნიშნა ნარმანიამ.
შეხვედრაზე მინისტრი, ასევე, შეეხო თვითმმართველობის რეფორმას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ სიახლეებზე, რომელიც რეფორმის შედეგად დეცენტრალიზაციის პროცესში განხორციელდება.
"რეფორმის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობები უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას, თვითმმართველობებს მიეცემა შესაბამისი ფინანსები და უფლებამოსილება, რათა საკუთარი პრობლემების გადაჭრა ადგილზევე შეძლონ. გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ უკვე ამ ადგილობრივ არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობა მერებს და გამგებლებს პირდაპირი წესით თვითონ აირჩევს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრის ბოლოს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს 2013 წლის საქმიანობის შესახებ გამოცემული ანგარიში გადაეცათ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია