დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - იმედია, დედაქალაქს ეყოლება მოკავშირე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სახით
ავტორი:
2013/ოქტომბერი/27 22:00:04
იმედია, დედაქალაქს ეყოლება მოკავშირე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სახით. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.
"პატივს ვცემ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანს, ციფრები ჯერ დადასტურებული არ არის ცესკო-ს მიერ, თუმცა ეგზიტპოლებით კოლაციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მინდა, მივულოცო, გულწრფელად ვისურვო, რომ თავი გაართვას ბევრ პრობლემას, რომელიც მის გამონათქვამებში და მის მოსაზრებებში არსებობდა. იმედია, გადახედავს ამ პრობლემებს და იქნება პრინციპული და თანმიმდევრული საქართველოს ინტერესების დაცვაში", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის თბილისელი და იმედია, არ გააგრძელებს დღევანდელი მთავრობის დამკვიდრებულ ტრადიციას - თბილისის მერიის იგნორირებას.
"იმედია, რომ თბილისს ეყოლება მოკავშირე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილის სახით და არა - ოპონენტი. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებმა დაგვანახა ერთი რამ, მიუხედავად 1 წლიანი აღვირახსნილი ეპოპეისა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ეს პარტია წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ ძალას. რაც ვერ შეძლო დღევანდელმა ხელისუფლებამ, შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ". შექმნა ახალი სტანდარი ოპოზიციის, რომლის ქვევით არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა ჩავიდეს. "ნაციონალური მოძრაობას" აქვს მწყობრი იდეოლოგია, რომელსაც ყავს განახებული გუნდი, რომელსაც შეუძლია იყოს ღირსეული ოპოზიცია და შესაბამისად შეუძლია დაარწმუნოს საზოგადოება თავის უპირატესობაში. ეს ფუფუნება და პრივილეგია არ აქვს გამარჯვებულ პარტიას. ვისურვებდი, რომ შეიქმნას ისეთი პარტიები, რომლესაც ღირებულებები ექნება და ეს ჩვენს ქვეყანას წაადგება", - განაცხადა უგულავამ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1341
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია