დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით კერესელიძე - ნატო-ში საქართველოს ელჩის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება
ავტორი:
2014/დეკემბერი/14 10:30:01
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის ინფორმაციით, ნატო-ში საქართველოს ელჩის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კერესელიძემ განუცხადა, ერთი რომელიმე კანდიდატის ირგვლივ შეთანხმება ჯერ არ არის.
"კონკრეტულად პიროვნებაზე ვერაფერის გეტყვით, ამის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს და როგორც კი რაღაც იქნება გადაწყვეტილი, აუცილებლად წარვადგენთ. რამდენადაც მე ვიცი, ჯერ კონკრეტულად ერთი პიროვნება არ არის, ალბათ, რამდენიმე კანდიდატს შორის მიდის განხილვა", - განაცხადა კერესელიძემ.
მოქმედი ელჩი ლევან დოლიძე კი საქართველოში ნატო-ს მუდმივი წარმომადგენლის პოსტს 26 იანვარს დატოვებს. მისი განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე დააკმაყოფილა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია