დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალ სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მიღება სპეციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი
ავტორი:
2014/სექტემბერი/01 12:00:02
ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით ვებ-გვერდი - www.geoconsul.gov.ge – ამოქმედდა. აღნიშნული ვებ-გვერდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტია და იგი საზღვარგარეთ საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ არაერთ ინფორმაციას მოიცავს. მთავარი სიახლე არის ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობით საკონსულო მომსახურების მიღებაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება შეიძლება.
დღეიდან ძალაში შედის "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და იგი 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე, რიგ ქვეყნებს გააუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს.
ამასთან, საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს.
კანონის მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია