დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/11 14:30:02
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ვილნიუსის სამიტი არის ძალიან კარგი საშუალება ორმხრივი შეხვედრებისთვის.
მისი თქმით, ორმხრივი შეხვედრა იქნება პირველ რიგში ლიტვის პრეზიდენტთან, როგორც მასპინძელის ქვეყნის პრეზიდენტთან
"შეხვედრა დადასტურებული გვაქვს საფრანგეთის პრეზიდენტ ბატონ ოლანდთან. ისიც მინდა გითხრათ, რომ თვითონ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ყველა ქვეყანას არ აქვს გადაწყვეტილი ვინ იქნება წარმოდგენილი, ზოგიერთი ქვეყნიდან პრეზიდენტი, ზოგიდან პრემიერ-მინისტრი. ჩვენ დადასტურებულ სიებს ალბათ ამ კვირის ბოლოს მივიღებთ, ალბათ საჯარო გახდება ეს ინფორმაცია და ამის შემდეგ შევძლებთ ამის დაგეგმვას. მაგრამ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი რომ იქ იქნება ეს ფაქტია და მეორე დადასტურებულია საფრანგეთის პრეზიდენტი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია