დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - ქვეყანას გადარჩენა სჭირდება და ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც ამის უნარი აქვს, ჩვენი პარტიაა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/28 14:30:03
სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ორგანიზაციამ "ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის"პროგრამის - LiquidFeedBack პრეზენტაცია გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, პრეზენტაციას სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მთავარი საბჭოს წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე დაესწრნენ.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მეტად მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებს ინიციატივების შემუშავებაში, დისკუსიის წარმართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
"ამ ტიპის შეხვედრები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია პარტიული მშენებლობისათვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა პარტიამ ძალიან აქტიურად განახორციელოს ქმედებები მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებლად. სრულიად ნათელია, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება და ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს კომპეტენცია, უნარი და გამბედაობა რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციაა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია