დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მიხაელ როთმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 20:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/rotijanelidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456632-sagareo-saqmetha-saministro-mikhael-rothma-saqarthvelos-evropuli-integraciis-processhi-germaniis-mtkice-mkhardatcera-daadastura.html", "headline": "საგარეო საქმეთა სამინისტრო - მიხაელ როთმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მტკიცე...", "datePublished": "2017-10-09 16:34:48", "dateModified": "2017-10-09 16:34:48", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/rotijanelidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როთი მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ დინამიკას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კურსს, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგებს.

„ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მიხაელ როთს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ უმაღლეს და მაღალ დონეზე ვიზიტების ინტენსიური ურთიერთგაცვლა ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გერმანიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით.

მიხაელ როთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია მთელ რეგიონში. ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ქართულ მხარეს დაუდასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა რეფორმების ისევე, როგორც დასავლეთთან ინტეგრაციის სფეროში.

მიხაელ როთი 2017 წლის 9-10 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს ასევე მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ადგილობრივ არასამთავრობო, კვლევით და საქართველოში მოქმედ გერმანულ ორგანიზაციებთან“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია