დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილმა პარლამენტის განახლებულ შენობაში დიპკორპუსს უმასპინძლა
ავტორი:
2014/სექტემბერი/15 17:00:01
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა რუსთაველზე მდებარე განახლებულ შენობაში საქართველოში აკრედიტეული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
დავით უსუფაშვილმა უცხოელი ელჩები საექსკურსიო ტურზე მიიპატიჟა, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დიპლომატებს პარლამენტის განახლებული შენობა დაათვალიერებინა. საექსკურსიო ტურამდე დავით უსუფაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრაც გამართა.
"დღეს ჩვენთან სტუმრად იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელსაც გავაცანით ჩვენი საშემოდგომო სესიის პრიორიტეტები და ის საკითხები, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე მათ ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ პარლამენტის შენობას თბილისში. ვნახეთ ყველა ის ცენტრალური ადგილი, სადაც მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ელჩებს განუმარტეს ის ვითარებაც, რომელიც ამჟამადააა შექმნილი, როცა საპარლამენტო უმცირესობა განახლებულ შენობაში შესვლას და მუშაობაზე უარს აცხადებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია