დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-ში კარგად იციან, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს
ავტორი:
2014/მარტი/06 22:30:02
მინდა "გავახარო" ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ არა თუ მათი გვარების ხსენება არ ყოფილა ამერიკაში, არამედ მათზე ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, აშშ-ში ოპოზიციიდან არავითარი გვარების ხსენება არ ყოფილა და არავის უკითხავს კონკრეტული გვარი.
"მინდა გითხრათ და გავახარო მთლიანად საქართველოს მოსახლეობა და "გავახარო" ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ არა თუ მათი გვარების ხსენება არ ყოფილა ამერიკაში, არამედ მათზე ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროს ძალიან კარგად გავუფრთხილდით და მომავალზე ვისაუბრეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაცია და მეგობრული რჩევა იყო, რომ ხელისუფლებამ აღებული მიმართულება განაგრძოს და განამტკიცოს კანონის უზენაესობა საქართველოში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა იყოს თანაბარი კანონის წინაშე და კანონი არ დაირღვეს არც ერთი ადამიანის მიმართ.
"ჩვენ ამ რჩევებს რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ. ეს არის რჩევა, რომელიც მეგობარმა მეგობარს უნდა ურჩიოს. არავითარი გვარების ხსენება არ ყოფილა. ბუნებრივია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს. ის, რაც დაგვხვდა ჩვენ პარლამენტში და ძალიან ეწყინათ, როდესაც ვთქვი, შემთხვევით მოხვდნენ მეთქი, აღარ მინდა ჩაღრმავება, რა და როგორ მოხდა, დაშინებით და ასე შემდეგ, ძალიან რთული სიტუაცია იყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განმარტა, არაჯანსაღ ოპოზიციაში საპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობს. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, მისი თქმით, მას დიდი სურვილი აქვს, რომ გარეთ დარჩენილი ოპოზიცია გაძლიერდეს, თუ ამის რეალური რესურსი ჯერ კიდევ აქვთ. "ჩემი სურვილია, რომ რეალურად საქართველოში ვიხილოთ კონსტრუქციული და ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და არა საკუთარ პატრიული ინტერესებზე", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია