დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულომ სამი ახალი საქალაქო სამსახურის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 21:30:02
თბილისის საკრებულომ სამი ახალი საქალაქო სამსახურის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ წარადგინა. საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას. ამ საკითხს 35 მომხრე და 5 მოწინააღმდეგე დეპუტატი ჰყავდა.
აღნიშნულის შემდეგ საკრებულომ ახლად შექმნილი სამი საქალაქო სამსახურის, კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობისა და კულტურის საქალაქო სამსახურების დებულებები და საშტატო ნუსხები დაამტკიცა. საკრებულოს მიერ 2006 წლის დებულებაში შეტანილი ცვლილება ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება და სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ნაცვლად სამი ახალი საქალაქო სამსახური ჩამოყალიბდება.
სხდომაზე ამ საკითხს მხარი არ დაუჭირს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ზაზა ვეკუამ და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ არსებულ სახელფასო ფონდთან შედარებით 11 000 ლარით თვეში გაზრდილი ბიუჯეტი მხოლოდ წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. მომავალ წელს ახალ საქალაქო სამსახურებში უფრო მეტი ხარჯები იქნება მოსალოდნელი. აბესაძისთვის გაურკვეველია, რატომ ხდება წლის ბოლომდე ხარჯების გაზრდა, როდესაც საბიუჯეტო კრიზისია და რატომ არ მოხდა ახალი საქალაქო სამსახურების მომავალი წლიდან ჩამოყალიბება, თუ ეს ცვლილებები პერსონაზე მორგებული არ არის. კერძოდ, მისი თქმით, ვიცე პრემიერ კახი კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის პოსტზე განიხილება.
თბილისის მერის მოადგილის ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით კი, საქალაქო სამსახურის გაყოფა გამოწვეულია იმით, რომ მართვის სისტემა მოუქნელი იყო, ხარჯები გაუმართლებელი, სტრუქტრების მუშაობა ინდივიდებზე, სუბიექტურ ფაქტორებზე იყო მორგებული. ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ ვიცეპრემიერ კახი კალაძის ცოლის ძმის დასაქმებაზე გავრცელებული ინფორმაცია არის მცდელობა, გადაფარონ რეფორმის მნიშვნელობა. მან უარყო გიორგი არეშიძის აღნიშნულ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა. თუმცა აღნიშნა, რომ არეშიძე არა ნათესაური ნიშნით, არამედ პროფესიონალიზმით, შრომისუნარიანობითა და ჯანსაღი მოტივაციით გამოირჩევა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია