დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისს დაძმობილებული ქალაქების დელეგაციები ეწვივნენ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 12:00:03
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისს დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციები ეწვივნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თბილისში იმყოფებიან და დღესასწაულის პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობენ: საფრანგეთის, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიისა და პოლონეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
"თბილისობა 2013"-ის ფარგლებში, თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ქალაქ სტრასბურგის მერის მოადგილე ტურიზმის, ვაჭრობისა და ხალხური რეწვის საკითხებში ჟან-ჟაკ გზელი.
თბილისის მერიის ცნობით, დღეს, თბილისის მერი გიგი უგულავა ჟან-ჟაკ გზელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისსა და სტრასბურგს შორის, არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა და თბილისი არის სტრასბურგის კლუბის წევრი, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი დემოკრატიის განთვითარების სფეროში, ევროპული გამოცდილების გაზიარებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია