დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თურქეთი მიესალმება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას
ავტორი:
2014/ივლისი/01 10:30:03
თურქეთი მიესალმება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას თურქული HurrietDailyNews ავრცელებს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირთან ამ ქვეყნების მიერ გაფორმებული ასოცირების შეთანხმება რეგიონსა და მთელ კონტინენტზე გრძელვადიან წვლილს შეიტანს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
"მიგვაჩნია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება ამ ქვეყნების დემოკრატიულ ნებას გამოხატავს ევროკავშირისკენ სვლის გზაზე და რომ ეს შეთანხმებები, გარდა ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლისა, გრძელვადიან წვლილს შეიტანს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში რეგიონსა და ევროპაში", - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთი კვლავაც გააგრძელებს ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფების მხარდაჭერას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია