დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ხუხაშვილი - მთავრობაში ახალი კადრების დანიშვნა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუ სისტემური განახლება არ მოხდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/12 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xuxashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462492-gia-khukhashvili-mthavrobashi-akhali-kadrebis-danishvna-problemas-ver-gadatsyvets-thu-sistemuri-ganakhleba-ar-mokhda.html", "headline": "გია ხუხაშვილი - მთავრობაში ახალი კადრების დანიშვნა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუ სისტემური განახლება ...", "datePublished": "2017-11-12 11:08:43", "dateModified": "2017-11-12 11:08:43", "description": "აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა არის ძალიან მოუქნელი, არ ახასიათებს ეფექტურობა მართვაში და თუ მოხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xuxashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა არის ძალიან მოუქნელი, არ ახასიათებს ეფექტურობა მართვაში და თუ მოხდება სისტემური რეორგანიზაცია, ცუდი არ იქნება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” სამთავრობო უწყებაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ახალი კადრების დანიშვნა პრობლემას ვერ გადაწყვეტს თუ სისტემური განახლება არ მოხდა. მისივე თქმით, სახელმწიფო სისტემის მოუქნელობის გამო, ქვეყანაში მიმდინარე ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს.

”წინასწარი შეფასებები არ მიმაჩნია სწორად. ფაქტია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა არის ძალიან მოუქნელი, არ ახასიათებს ეფექტურობა მართვაში და თუ მოხდება სისტემური რეორგანიზაცია, ცუდი არ იქნება.

პერსონალიების გადაადგილებით არ მგონია მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს, ეს სტრუქტურული რეფორმის გარეშე პრობლემებს არ წყვეტს. არაეფექტურობა არის ის, რომ სტრუქტურა არის მოუქნელი, ხშირ შემთხვევაში არის დუბლირებული ფუნქციები.

გარდა ამისა, ჩინოვნიკებისთვის სისტემიდან გამომდინარე არ არის დამახასიათებელი გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე ამ გადაწყვეტილებების აღება. რაც არ უნდა გაფუჭდეს ამ ქვეყანაში, ჭირს პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა. საბოლოო ჯამში ყველაფერი ბიძინას ბრალდება”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება. დაგეგმილია რამდენიმე უწყების შერწყმა. კერძოდ, გაერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, უქმდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნული მიმართულება კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შერწყმის შემდეგ, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გადაინაცვლებს. რაც შეეხება ეკონომიკის მოქმედ მინისტრ გიორგი გახარიას, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს შეცვლის. კულტურისა და სპორტის სამინისტროების შერწყმის შემდეგ მინისტრის პორტფელს კვლავ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ჩაიბარებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია