დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/13 22:00:07
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ საფრანგეთის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრამდე ფრანგი ბიზნესმენები საქართველოს მთავრობისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ქართულ და ფრანგულ კომპანიებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის საქართველოში მონაცემთა ბაზის მართვის ცენტრის მშენებლობაზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, საბაგირო გზების, ასევე ბაკურიანის კურორტის შემდგომი ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე და ა.შ.
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ფორუმის შედეგებით. ახლა დიალოგს სამუშაო ფორმატში ვაგრძელებთ, სადაც უშუალოდ კომპანიების პირველ პირებთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და მათ წინადადებებს, ასევე იქნება შეთავაზებები ჩვენი მხრიდან. საკითხები ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურულ მიმართულებას, ასევე სოფლის მეურნეობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მაღალ ტექნოლოგიებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში სხვადასხვა პროექტებს. საფრანგეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა. გვინდა, რომ ფრანგულ კომპანიებს საქართველო და მისი ბიზნესშესაძლებლობები მაქსიმალურად გავაცნოთ და ეს გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება მათთვის," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია