დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - იმედი მაქვს, კონკურენციის სააგენტო ძალიან ეფექტურად დაიწყებს მუშაობას
ავტორი:
2014/აპრილი/16 15:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ კონკურენციის სააგენტო საქართველოში ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას განაპირობებს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააგენტო იმუშავებს, რომ მონოპოლიების ხელოვნურად შექმნა არ მოხდეს.
"ამ საკითხზე ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჯანსაღი ბიზნესგარემო შეიქმნას და მონოპოლიების ხელოვნურად შექმნას ხელი არ შეეწყოს. ასე, რომ იმედი მაქვს, კონკურენციის სააგენტო ძალიან ეფექტურად დაიწყებს მუშაობას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კონკურენციის სააგენტოს გიორგი ბარაბაძე უხელმძღვანელებს.
ამასთან, მთავრობის დადგენილებით, დამტკიცებულია კონკურენციის სააგენტოს დებულება, რომელშიც განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი. კანონის თანახმად, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნის ბოლო ვადა 15 აპრილი იყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია