დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით მათიკაშვილი - დანაშაული შემცირებული იყო იმ რეჟიმის პირობებში, როდესაც თვითონ რეჟიმი გახლდათ დანაშაულებრივი
ავტორი:
2018/თებერვალი/09 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/matikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477345-davith-mathikashvili-danashauli-shemcirebuli-iyo-im-rezhimis-pirobebshi-rodesac-thvithon-rezhimi-gakhldath-danashaulebrivi.html", "headline": "დავით მათიკაშვილი - დანაშაული შემცირებული იყო იმ რეჟიმის პირობებში, როდესაც თვითონ რეჟიმი გახლდათ და...", "datePublished": "2018-02-09 04:51:21", "dateModified": "2018-02-09 04:51:21", "description": "დანაშაული შემცირებული იყო იმ რეჟიმის პირობებში, როდესაც თვითონ რეჟიმი გახლდათ დანაშაულებრივი, თვითონ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/matikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დანაშაული შემცირებული იყო იმ რეჟიმის პირობებში, როდესაც თვითონ რეჟიმი გახლდათ დანაშაულებრივი, თვითონ სახელმწიფო სჩადიოდა კრიმინალს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში კრიმინალური ფონის მომატებულ შემთხვევებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მან დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის გამო მწუხარება გამოთქვა, მას კი გამოჯანმრთელება უსურვა. დავით მათიკაშვილის თქმით, ახლად დანიშნული მინისტრი რეფორმებს ატარებს საპატრულო პოლიციაში, სასაზღვრო პოლიციაში და კრიმინალურ პოლიციაში. მისივე განცხადებით, იქნება ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საზოგადოებას კრიმინალისგან.

მათიკაშვილმა გასული წლების სტატისტიკა მოიშველია. „2017 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, მკვლელობების რიცხვი 2013–2014 წწ-თან შედარებით შემცირებულია, თუმცა, შესაძლოა სხვა კრიმინალი იყოს გაზრდილი. ამით მე არ ვცდილობ, რომ საზოგადოებას დავანახო, რომ ეს ჩვენთვის არ არის პრობლემა. ჩვენთვის ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მმართველი ძალა უპირისპირდება. დანაშაული არ ხდება ჩრდილოეთ კორეაში. დანაშაული შემცირებული იყო იმ რეჟიმის პირობებში, როდესაც თვითონ რეჟიმი გახლდათ დანაშაულებრივი. თვითონ სახელმწიფო სჩადიოდა კრიმინალს და ვერავინ უწევდა კონკურენციას კრიმინალის ჩადენაში. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გააჩნია თავისი ლოგიკური ახსნა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, მათიკაშვილისთვის ცნობილია, თუ როგორ შუქდებოდა მედიის მიერ წინა ხელისუფლების პერიოდში დანაშაულების შესახებ ინფორმაცია. „კუდისა და სოდის შესაბამისი ოფიცრები როგორ იჯდნენ ტელეფონებთან და როგორ კარნახობდნენ ჟურნალისტებს, თუ რა ეთქვათ და რა არ ეთქვათ“, – განაცხადა პარლამენტარმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია