დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლოზუნგით - "მოუხადე ხალხს ბოდიში" დღეს აქცია გაიმართება
ავტორი:
2014/თებერვალი/10 09:00:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრი" დღეს, ლოზუნგით  - "მოუხადე ხალხს ბოდიში" საპროტესტო აქციას გამართავს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა, აქციის ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის საცხოვრებელ სახლთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.
ქადაგიძის ცნობით, აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები და უფლებადამცველები მიიღებენ. თუ ვისგან და რისთვის ითხოვენ ბოდიშის მოხდას, "ახალგაზრდულ ცენტრში", ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
გასულ კვირას კი აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით საპროტესტო აქციები მოეწყო გივი თარგამაძის, გიგი უგულავას, დავით ბაქრაძის სახლებთან და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან. მაშინდელი აქციების ლოზუნგი იყო "დააბრუნეთ წართმეული ბიუჯეტი".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია