დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო უწყებაში საქართველო-აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 15:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული ეკონომიკური საბჭოს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და საქართველოში USAID-ის ოფისის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა წლის პირველ ნახევარში საქართველო-აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული მდგომარეობა და საუბარი შეეხო სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების თემა განიხილეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია