დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილმა მუსლიმთა სამმართველოში შეხვედრა გამართა
ავტორი:
2014/იანვარი/29 21:30:02
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ბათუმში მუსლიმთა სამმართველოს წევრებს შეხვდა. შეხვედრა სამუფთოს შენობაში დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც საუბარი შეეხებოდა სამუფთო სამმართველოს ორად გაყოფისა და მისი დაფუძნების საკითხს. სამუფთოს გაყოფასთან დაკავშირებით მუსლიმი მრევლის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, სამუფთო სამმართველოს რეორგანიზაციის საკითხი მსჯელობის საგანია. "ნებისმიერი ორგანიზაციის რეორგანიზაცია შეიძლება. არსებობს სამმართველო, რომელზეც მრავალი სამართლებრივი კონტექსტია მიბმული და ვფიქრობ, საჭიროა მისი რეორგანიზაცია. შეიძლება წესდების გადახედვა მოხდეს, შეიძლება ამა თუ იმ დამფუძნებლის მიზანშეწონილობაზე იყოს საუბარი. ეს სამსჯელო საკითხია, არ ვფიქრობ, რომ ორგანიზაციული და სამართლებრივი პრობლემები გადაულახავი იყოს, როცა არსებობს პოლიტიკური ნება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრის დროს ასევე, საუბარი შეეხებოდა, მთავრობის გადაწყვეტილებას რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით და მეჩეთის მშენებლობის საკითხს, "რელიგიურმა საბჭომ ჩაატარა არჩევნები და სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე აირჩია. ჩამოვედი, რათა მომელოცა მისთვის. გარდა ამისა, გვქონდა სხვა საკითხებზე საუბარი. მთავრობამ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება იმ ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომლებიც საბჭოთა პერიოდში განიცდიდნენ დევნას. საჭიროდ ჩავთვალე ამ დადგენილების დეტალებზე გვესაუბრა. მეჩეთის თაობაზეც გვქონდა საუბარი. ვიცი, რომ მეჩეთის აშენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. ალბათ მიმდინარეობს ტერიტორიის განსაზღვრა", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია