დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ევროპა განსაკუთრებით არის დაინტერესებული საქართველოსთან მჭიდრო კავშირით
ავტორი:
2014/თებერვალი/10 13:00:02
ევროპა განსაკუთრებით არის დაინტერესებული საქართველოსთან ძალიან მჭიდრო კავშირით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ევროპა ასევე ძალიან არის დაინტერესებული საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ასოცირების ხელშეკრულებისთვის მზადება არის ძალიან ხანგრძლივი, ტექნიკურად რთული პროცესი და ფინანსურადაც მოთხოვს გარკვეულ კონტრიბუციას. ეს ყველაფერი არის ჩადებული თავად ასოცირების ხელშეკრულებაში. შესაბამისად, ევროკავშირის სურვილი, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ყველა იმ ვალდებულების შესრულებაში, რომელიც უნდა შევასრულოთ ხელმოწერამდე, არის ცხადი და ამისათვის დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა არის კიდევ ერთი გამოხატულება დიდი მხარდაჭერის", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია