დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჯაფარიძე - გაურკვეველია, რატომ აჭიანურებს საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის საკითხზე რეზოლუციის მიღებას
ავტორი:
2014/მარტი/06 12:00:02
პარლამენტში, კომიტეტის სხდომებზე უკრაინის საკითხი დღეს აღარ განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე რეზოლუციის პროექტის ტექსტს აუცილებლად განიხილავენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობაც ამასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზეც წავიდა.
"ჩვენ ტექსტიდან ამოვიღეთ სიტყვა ოკუპაცია, გაკეთდა გარკვეული რედაქტირებაც, თუმცა გაურკვეველია, საპარლამენტო უმრავლესობა რატომ აჭიანურებს უკრაინის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებას. თუკი დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე არ იქნება შეთანხმება მიღწეული, ჩვენს მიერ მომზადებული ტექსტი აუცილებლად გავა სესიაზე და ვნახოთ, მას რამდენი დაუჭერს მხარს. გაურკვეველია უმრავლესობის ასეთი დამოკიდებულება, როცა საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღიარებს რუსეთის აგრესიას და მის იზოლაციაზე საუბრობს",–აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1178
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია