დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილმა პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცა
ავტორი:
2014/ივნისი/04 18:00:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცა. დავით უსუფაშვილი პოლონეთში იმყოფება , სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობს.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველომ უკრაინელ ხალთან ერთად, მსოფლიო ლიდერებისგან, განსაკუთრებით პოლონეთის ლიდერებისგან უპირობო მხარდაჭერა მიიღო.
"25 წლის წინ – 1989 წლის 4 ივნისს პოლონეთმა არჩევნების გზით უარი თქვა კომუნიზმზე და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა დაიწყო. დღეს სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ ვარშავაში მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები. ჩვენც, საქართველო, ვულოცავთ პოლონელ ხალხს თავისუფლების 25 წლისთავს. დღევანდელი დღე მხოლოდ პოლონელების დღე არ არის. როგორც ბარაკ ობამამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, დღევანდელი დღე ყველა თავისუფლების მოყვარე ხალხის დღეა – იმ ხალხის, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, უნარი და სურვილი გახდეს თავისუფალი. ჩვენ, უკრაინელ ხალთან ერთად, მივიღეთ უპირობო მხარდაჭერა მსოფლიო ლიდერებისგან, განსაკუთრებით პოლონელი ხალხისგან, პოლონეთის ლიდერებისგან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია