დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანიამ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციიას წევრებს წინასააჩევნო პროგრამა გააცნო
ავტორი:
2014/ივლისი/01 17:00:02
თბილისს ეყოლება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა, - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" წევრებთან შეხვედრაზე.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ახალგაზრდა ეკონომისტებს წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
დავით ნარმანიას განცხადებით, შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები და მერია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ მათთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს.
მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მერია გამოყოფს 100 მილიონ ლარს, ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანას. მისივე თქმით, მუშაობას განაახლებს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარების კომისია და 60 000 მდე ოჯახს ქონება დაუკანონდება.
"დავით ნარმანიას განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაიხარჯება 840 მლნ ლარი. ამუშავდება სოციალურად დაუცველთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, მათი დასაქმებისთვის ბიზნესს დაუწესდება ადმინისტრაციული შეღავათები. გაიზრდება შეღავათები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, 13 000 ოჯახს ჩამოეწერება ელექტროენერგიაზე დასუფთავების გადასახადის მიბმის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, გაორმაგდება კომუნალური ვაუჩერი და 500 ლარი გახდება", - ნათქვამია კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია