დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა და ა.შ. არ განიხილება
ავტორი:
2018/აპრილი/11 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_90b9f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487469-mamuka-mdinaradze-isethi-themebi-rogoricaa-gundidan-vighacis-garickhva-gadadgoma-umravlesobis-gayofa-da-ash-ar-ganikhileba.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა...", "datePublished": "2018-04-11 10:53:48", "dateModified": "2018-04-11 10:53:48", "description": "ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა და ა.შ. არ განიხილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_90b9f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა და ა.შ. არ განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადების პათოსი არასწორად გაიგო.

„პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, აბსოლუტურად არც ერთ ნაწილში არ კვეთს და არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ორივე განცხადებიდან გამომდინარეობდა, რომ უნდა შემდგარიყო საუბარი. ასეთი საუბარი აუცილებლად შედგება და გუნდის შიგნით ყველაფერი გაირკვევა”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატ გედევან ფოფხაძისთვის, რომელმაც იმავე დღეს განაცხადა, რომ დატოვებდა როგორც უმრავლესობას, ასევე ყველა პარტიულ თუ საპარლამენტო თანამდებობებს. გედევან ფოფხაძეს გუნდში მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, მათ შორის ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი. მომხდარი შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც განაცხადა, რომ “უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია