დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
ავტორი:
2014/სექტემბერი/01 09:30:02
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოა ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრას გამართავს. მხარეები განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ- მინისტრს შეხვდება, ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია