დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსთავს დღეს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/25 10:00:02
რუსთავის მოსახლეობას დღეს სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "რუსთავის წყლიდან" აცნობეს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ქვემო ქართლის რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროქსელის მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანია "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობის მკვებავ, მაღალი ძაბვის ელექტროქსელს - ე. წ. "მარანს", რის გამოც "რუსთავის წყალი" რამდენიმე საათით ვერ მოახდენს რუსთავის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დაგეგმილი აღნიშნული სამუშაოების გამო, რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება დღეს, 10:00-დან 21:00 საათამდე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია