დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოსო ცისკარიშვილი - თუ არ ვიზარმაცებთ, კმაყოფილი ვიქნებით
ავტორი:
2014/ივნისი/27 15:30:02
ეს ნაბიჯი სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის საკითხთან დაკავშირებით ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ცისკარიშვილმა განმარტა, ხშირად არის კითხვები თუ რა სარგებელი ექნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს. პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი ასპარეზი ეძლევა ქართველ მეწარმეებს და "თუ არ ვიზარმაცებთ ვიქნებით კმაყოფილი, თუ ისევ პატრონის მოლოდინში და მის იმედად გვინდა დავრჩეთ, მაშინ უკმაყოფილება უფრო თვალსაჩინო იქნება".
როგორც სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, განათლების, ჯანდაცვის სისტემების და დემოკრატიის ხარისხის ამაღლების კუთხით.
"არის კითხვა, რა სარგებელი იქნება ამ ხელმოწერით? თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ და ზეგ სულ ყველას გაგვევსება ჯიბეები ევროთი, რასაკვირველია, იმედგაცრუება იქნება გარდაუვალი. მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი არის გამოვიყენოთ ყველა ის ახალი შესაძლებლობა, რასაც ვიღებთ ასოცირების ხელშეკრულებით. ეხება ეს დემოკრატიის ხარისხის უფრო მაღალ დონეზე აყვანას ქვეყანაში, ეხება ეს განათლების, ჯანდაცვის სისტემების უფრო მაღალ სტანდარტებს. ასევე, ეკონომიკური კუთხით ძალიან დიდი ასპარეზი ეძლევა ქართველ მეწარმეებს, თუ არ ვიზარმაცებთ, ვიქნებით კმაყოფილი, თუ ისევ პატრონის მოლოდინში და მის იმედად გვინდა დავრჩეთ, მაშინ უკმაყოფილება უფრო თვალსაჩინო იქნება. საფრთხე შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ, თავად ვერ მოვახერხოთ ამ ახალი, უნიკალური შესაძლებლობის გამოყენება და გულგაცრუებული დავრჩეთ იმიტომ, რომ არავინ არ გვიკეთებს იმას, რისი მოლოდინიც გვაქვს", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია