დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვოლსკი - კარლ ბილდტი ჩვენთან მიმართებაში მართალი არ არის, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მიმართ კეთილი სურვილები აქვს
ავტორი:
2014/აგვისტო/08 12:00:02
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი , კარლ ბილდტი, ამ შემთხვევაში, არ არის მართალი ჩვენთან მიმართებაში, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მიმართ კეთილი სურვილები აქვს.
ამის შესახებ ვოლსკიმ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
"ჩვენ უფრო გვიკვირს ასეთი განცხადებები, ალბათ იმიტომ, რომ ახალი ფეხადგმული დემოკრატია ვართ. ასეთი მიმოწერა, ასეთი პრეტენზიების გამოთქმა ევროპული ქვეყნების მიერ ერთმანეთის მიმართ ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ვფიქრობ, კარლ ბილდტი არ არის მართალი ჩვენთან მიმართებაში, ჩვენს საზოგადოებასთან მიმართებაში, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კეთილი სურვილები აქვს საქართველოს მიმართ, მაგრამ თავისებურად ხედავს გარკვეულ პროცესებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია