დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომები პარლამენტში გაიმართება
ავტორი:
2014/მარტი/03 14:00:02
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პარლამენტში, რუსთაველის #8-ში იმუშავებს, - ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის ცნობით, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გაიმართება კომისიის სხდომები, ასევე აქვე იმუშავებენ კომისიის სამუშაო ჯგუფები და პარლამენტის შენობაში განთავსდება კომისიის აპარატიც. იმავდროულად საკონსტიტუციო კომისიის აპარატს საჭიროებისამებრ დახმარებას გაუწევს თავად პარლამენტის აპარატი.
საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის დადგენილებით არის შექმნილი. პარლამენტმა საკუთარ თავზე აიღო კომისიის საორგანიზაციო, სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფა და მისი მუშაობა პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაც შეეხება, კომისიის სამუშაო ჯგუფებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ჩამოყალიბდება 5 სამუშაო ჯგუფი. აქედან ერთი ჯგუფი იმუშავებს პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის საკითხებზე, ცალკე ყალიბდება ადამიანის ძირითადი უფლებების, თავისუფლების, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა ჯგუფი, რიგით მესამე ჯგუფია დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა ჯგუფი. კიდევ ერთი ჯგუფი იქნება ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით და ასევე ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა კონსტიტუციის ზოგადი დებულებების და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა ჯგუფი. იმავდროულად, პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარე არის უფლებამოსილი შექმნას დროებითი თემატური ჯგუფები კონკრეტული საკითხების დამუშავების მიზნით.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა საორგანიზაციო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას ეხება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია