დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია გიგი უგულავას საკითხზე სახელმწიფო უწყებებისგან განმარტებებს კიდევ ერთხელ ითხოვს
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 19:00:03
თბილისის მერია სახელმწიფო უწყებებს გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართავს და განმარტებას სთხოვს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მერიამ, რომ კანონი არ დაირღვეს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ არასამთავრობოებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ვიმსჯელეთ და განვიხილეთ საკითხი, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების აღსრულება - პირდაპირი გზით არჩეული თბილისის მერის გადაყენების სამართლებრივად გაფორმება. გულდაწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ორგანოებმა, იუსტიციის საბჭომ, იუსტიციის სამინისტრომ და პროკურატურამ შეხვედრაში მონაწილეობა არ ისურვეს", - აღნიშნა აბესაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უცვლელი დარჩა მერიის პოზიცია, რომ განჩინების აღსრულება სამართლებრივად შეუძლებელია. შესაბამისად, მერია კიდევ ერთხელ შეეცდება, მიიღოს პასუხი სახელმწიფო ორგანოებიდან, თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1279
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია