დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ანკარას ეწვია
ავტორი:
2018/ივლისი/09 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/margvelashvili_5784d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502561-giorgi-margvelashvili-thurqethis-prezidentis-inauguraciaze-dasastsrebad-ankaras-etsvia.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ანკარას ეწვია ", "datePublished": "2018-07-09 15:03:55", "dateModified": "2018-07-09 15:03:55", "description": "საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ანკარაში დახვედრის ცერემონიით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/margvelashvili_5784d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ანკარაში დახვედრის ცერემონიით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აეროპორტში ქართულ დელეგაციას სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ანკარის გუბერნატორი, მერი და გარნიზონის ხელმძღვანელი დახვდა.

გიორგი მარგველაშვილი ანკარას თურქი კოლეგის მიწვევით სტუმრობს. საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები 21 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ნატო-ს სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ თურქეთის პრეზიდენტთან კომუნიკაცია. „დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს თურქეთში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. საქართველოს პრეზიდენტს საშუალება ექნება ასევე ჰქონდეს კომუნიკაცია არაერთი ქვეყნის ხელმძღვანელთან, რომელიც ასევე მონაწილეობენ ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. თურქეთი არის და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, თურქეთი არის ძალიან დიდი მხარდამჭერი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და მათ შორის ნატოს სამიტის წინ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს თურქეთში,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანკარაში პრეზიდენტის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია